სააკაშვილს ახალი დიაგნოზი დაუდგინდა - "მესამე პრეზიდენტი თავს კვლავ არ გრძნობს"
მიმდინარე წლის 27 დეკემბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ახალი დიაგნოზი დაუდგინდა - ინფორმაცია მედიისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გორის სამხედრო ჰოსპიიტალი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა დატოვა.
საბა ბრაჭველს დიაგნოზი არ გაუხმაურებია, თუმცა თქვა, რომ სააკაშვილი თავს კვლავ არ გრძნობს კარგად. პატიმრობაში მყოფი პრეზიდენტი დამატებით სპეციალისტებთან შეხვედრას ითხოვს.
როგორც გავიგეთ, 27 დეკემბერს არის დასმული ახალი დიაგნოზი, რომელსაც ამ ეტაპისთვის არ გავახმაურებთ. როგორც თავად ამბობს პაციენტი, მას ჰქონდა სამი ჰიპერტენზიული კრიზი, ამჟამად ის თავს კვლავ არ გრძნობს კარგად და ითხოვს დამატებით სპეციალისტებთან შეხვედრას, მათ შორის - ნევროლოგთან, თუმცა, მკურნალი ნევროლოგი ამბობს, რომ ამ დროისთვის დინამიკა არის დადებითი. დღეს, სამწუხაროდ, არ მოგვეცა სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობის შესაძლებლობა იმ მიზეზით, რომ 6 საათის შემდგომ შეუძლებელი იყო ფორმა #100-ის ნახვა"- განაცხადა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.
საბა ბრაჭულის ინფორმაციით, ამ მომენტისთვის, მიხეილ სააკაშვილის ახალი მკურნალი ექიმი არ არის დანიშნული და ამ დროისთვის, სხვადასხვა პროფილის ექიმები ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებას მკურნალობის სტრატეგიის დაგეგმვასთან დაკავშირებით.