გვაშფოთებს სახელმწიფო ინსპექტორის დაშლის ინიციატივა - ნიდერლანდების სამეფოს ელჩი

30.12.21 10:11
გვაშფოთებს სახელმწიფო ინსპექტორის დაშლის ინიციატივა - ნიდერლანდების სამეფოს ელჩი

საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი, მარია ქრისტინა ვან კოლდამი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და ინიციატივას შემაშფოთებელს უწოდებს. დიპლომატი თვლის, რომ ამისთვის ფართო კონსულტაციები და გამჭვირვალე პროცესია საჭიროა. 

გვაშფოთებს საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის დაჩქარებული წესით დაშლის ინიციატივა, რაც გამოიწვევს მთელი პერსონალის გათავისუფლებას. საჭიროა, ღია და გამჭვირვალე პროცესი, ფართო კონსულტაციები, მათ შორის თავად სახელმწიფო ინსპექტორთან. ნდობა და დამოუკიდებლობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, - წერს ელჩი.

მსგავსი სიახლეები