არ ემსახურება დემოკრატიულ კონტროლს - ჩეხეთის ელჩი სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებაზე

30.12.21 10:22
არ ემსახურება დემოკრატიულ კონტროლს - ჩეხეთის ელჩი სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებაზე

სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმების ინიციტივას კიდევ ერთი დიპლომატი, საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა ეხმიანება. დიპლომატი მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონპროექტი დემოკრატიულ კონტროლს არ ემსახურება. 

საგანგაშოა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დაგეგმილ გაუქმებასთან, ყველა თანამშრომლის გათავისუფლებასთან და ამ დაჩქარებული მოქმედებებისთვის შერჩეულ დროსთან დაკავშირებული გარემოებები. ისინი არ ემსახურებიან დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის სისტემის სათანადო მუშაობას, - წერს ჩეხეთის ელჩი სოციალურ ქსელში. 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტს გუშინ  პირველი მოსმენით მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა.  პროექტზე მეორე და მესამე მოსმენით მუშაობა დღეს, 30 დეკემბერს გაგრძელდება. 

მსგავსი სიახლეები