როგორია მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა - რუსთავის ციხეში ადვოკატები მივიდნენ
იძალადეს თუ არა მიხეილ სააკაშვილზე ფიზიკურად რუსთავის ციხეში გადაყვანის დროს - N 12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის ადვოკატები შევიდნენ. სწორედ მათ უნდა გამოიტანონ ინფორმაცია მსჯავრდებული პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
გორის ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის გატაცების შესახებ ამ დრომდე არც ერთ შესაბამის უწყებას განმარტებები არ გაუკეთებია.
"პირველები" სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილ კონსილიუმის ექიმებს გაესაუბრა, რომლებიც პირდაპირ აცხადებენ, რომ სააკაშვილის ციხეში დაბრუნება კანონდარღვევაა. ექიმი გიორგი გეგელია ამბობს, რომ ციხეში მას სათანადო მკურნალობა ვერ ჩაუტარდება.
როგორც მე ვიცი, ფსიქონევროლოგიური მკურნალობა არ დაწყებულა საერთოდ და მე მაინც შემიძლია ვთქვა, რომ ნაადრევი იქნებოდა ახლა სააკაშვილის რუსთავში გადაყვანა. რაც შეეხება თითონ იმ ადგილობრივ ექიმს, რომელმაც დაწერა ფორმა 100, მე მინდა, ჩემი პირადი აზრი გამოვთქვა ფორმა 100 გაწერის შესხებ ისე, რომ არ შეატყობინა არც პაციენტს და არც ერთ კონსილიუმს, ცოტა უცნაურად გამოიყურება ეს ქმედება. თუ ახლა ეს იძლებით მოხდა ამ დასკვნის დაწერა გარკვეული სტრუქტურების მიმართ, ეს რა თქმა უნდა, ექიმზეა, მას შეუძლია, გაასაჯაროვოს ეს ყველაფერი და ნათელი მოჰფინოს ყველაფერს, - თქვა მედიკოსმა გიორგი გრიგოლიამ.
სპეციალისტების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობას ხელმეორედ გამოაცხადებს, ეს მისთის დამღუპველი იქნება.