მსჯავრდებული სასჯელს არა ჰოსპიტალში, არამედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა იხდიდეს - ხუნდაძე

30.12.21 11:20
მსჯავრდებული სასჯელს არა ჰოსპიტალში, არამედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში უნდა იხდიდეს - ხუნდაძე

სასჯელს უნდა იხდიდეს მსჯავრდებული არა ჰოსპიტალში, არამედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, - ასე განმარტავს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა  და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე, მესამე პრეზიდენტის რუსთავის ციხეში დაბრუნებას. ხუნდაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნება, ის გლდანის N 18 -ე სამკურნალო დაწესებულებაში მკურნალობას განაგრძობს.  

სასჯელს უნდა იხდიდეს მსჯავრდებული არა ჰოსპიტალში, არამედ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. როგორც ვიცი, ერთი დღე გადაიდო მისი გადაყვანა სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და როცა მოხდა მისი გადაყვანა, იმ დროს გადაყვანის საწინააღმდეგო ჩვენება ჯანდაცვის კუთხით არ ყოფილა.

როგორც ვიცი, დაცული იყო ყველა წესი. თუკი დაემუქრება საფრთხე, არსებობს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამედიცინო დაწესებულებაც, სადაც მას უმკურნალებენ, - თქვა ხუნდაძემ. 

გვიან ღამით საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის N12 -ე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. პრეზიდენტის ეტაპირება მკაცრად გასაიდუმლოებული უყო. ფაქტის შესახებ ოფიციალური განმარტება არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ გაუკეთებია.

 

მსგავსი სიახლეები