სხვა პატიმრებისგან განსხვავებით სააკაშვილი პრივილიგირებული იყო, ეს უნდა დასრულდეს - ნინო წილოსანი
"ქართული ოცნების" დეპუტატის, ნინო წილოსანის, თქმით, მიხეილ სააკაშვილი სხვა პატიმრებისგან განსხვავებით პრივილიგირებულ მდგომარეობაში იყო, რაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს.
რა ფორმებით გადაიყვანეს სააკაშვილი და მისი თანხმობით რომ განხორციელდა, ამაზე თავად იუსტიციის მინისტრი გააკეთებს დეტალურ განმარტებას. რაც შეეხება იმას, რომ პატიმარი აუცილებლად უნდა იყოს ციხეში, ამაზე ალბათ არ ვდავობთ. ყველა სხვა პატიმრისგან განსხვავებით ის იყო პრივილიგირებულ მოცემულობაში, ამიტომ ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, - თქვა წილოსანმა.
გვიან ღამით საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის N12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. პრეზიდენტის ეტაპირება მკაცრად გასაიდუმლოებული უყო. ფაქტის შესახებ ოფიციალური განმარტება არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ გაუკეთებია.