სააკაშვილს უნდა აუხსნან, რომ ის არის პატიმარი - ირაკლი ზარქუა

30.12.21 11:34
სააკაშვილს უნდა აუხსნან, რომ ის არის პატიმარი - ირაკლი ზარქუა

სააკაშვილს უნდა აუხსნან, რომ ის არის პატიმარი, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ზარქუამ, განაცხადა. უმრავლესობის წევრის თქმით, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანა კანონის სრული დაცვით განხორციელდა. 

ჩვეულებრივად უნდა უთხრან, აუხსნან, რომ ის არის პატიმარი, მას მისჯილი აქვს კონკრეტულ თემებზე მსჯავრი და შესაბამისად, უნდა ჩასახლებული და გადაყვანილი შესაბამის უწყებაში, რაც მოხდა გუშინ ყველა კანონის დაცვით, - თქვა ზარქუამ. 

გვიან ღამით საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის N12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. პრეზიდენტის ეტაპირება მკაცრად გასაიდუმლოებული უყო. ფაქტის შესახებ ოფიციალური განმარტება არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ გაუკეთებია.  

მსგავსი სიახლეები