მიხეილ სააკაშვილი №12-ე პენიტენციურ დაწესებულებაშია - პენიტენციური სამსახური

30.12.21 12:24
მიხეილ სააკაშვილი №12-ე პენიტენციურ დაწესებულებაშია - პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახური ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 30 დეკემბერს მსჯავრდებული/ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალიდან გადაყვანილია №12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში", - აცხადებენ უწყებაში. 

მსგავსი სიახლეები