"დასჯის მეთოდი ურჩი მოსამართლეებისთვის" - პარლამენტში საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ

30.12.21 13:42
"დასჯის მეთოდი ურჩი მოსამართლეებისთვის" - პარლამენტში საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ

,,ოცნების" ყველა დეპუტატი დღეს საკანონმდებლო ორგანოშია მობილიზებული.  პარლამენტში დღეს საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ.

,,ლელოს" დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა, მოუწოდა კოლეგებს, რომ მხარი არ დაუჭირონ ცვლილებას, რადგან ის კანონი, რაც საერთო სასამართლოებს შეეხება, ძალაში იყო 2013 წლამდე და მიზნად ისახავდა მოსამართლეთა დასჯას.

ეს წესი 2013 წლამდე ინტენსიურად მოქმედებდა საქართველოს სასამართლოებში, ცალსახად და  ერთხმად შეფასებული იყო, როგორც მოსამართლის დასჯა და არა სადმე სასამართლოს რესურსის დაცვა, ეს წესი არ უნდა დავაბრუნოთ- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. 

ოცნების" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა, სხდომაზე განაცხადა, რომ აღნიშნული კანონის მიხედვით მოსამართლეებს მივლინების გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვთ. 

კანონპროექტის განხილვას ჩვენ მივუდგებით ისე, როგორიც იქნება ეს უკეთესი საკანონმდებლო ბაზა, მერწმუნეთ, როგორც ბევრ საკითხზე შევჯერდით, ისე შევჯერდებით. როგორც აქ ითქვა, რომ მოსამართლეთა მივლინება გავაფორმოთ, როგორც მათი დასჯა, ეს არ იქნება სწორი. მოსამართლეს ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია, ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს. - ამბობს მაჭარაშვილი.

პარლამენტში საერთო სასამართლოების კანონებში შესატანი ცვლილების შესახებ მეორე მოსმენა  მიმდინარეობს, შესაბამისად, დღეს მესამე მოსმენაც გაიმართება. სავარაუდოდ, საკანონმდებლო ორგანო  აღნიშნულ ცვლილებებს დღესვე უყრის კენჭს.

მსგავსი სიახლეები