აუცილებელია შეჩერდეს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა - TI სახელმწიფო ინსპექტორზე

30.12.21 13:07
აუცილებელია შეჩერდეს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა - TI სახელმწიფო ინსპექტორზე

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კანონპროექტთან დაკავშირებით ავრცელებს. TI თვლის, რომ "აუცილებელია საქართველოს პარლამენტმა შეაჩეროს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და  რეფორმის ჩატარების მიზნით გამართოს ფართომასშტაბიანი კონსულტაციები სახელმწიფო ინსპექტორთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან". 

განცხადების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ განმარტებით ბარათში კანონპროექტის ავტორები ეფექტურ რეფორმებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებზე აპელირებენ, წარმოდგენილი საკანონდებლო პაკეტი არ ეხმიანება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის საქმიანობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებს.

რა ხარვეზებს შეიცავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი - ნახეთ TI-ს განცხადება სრულად.

მსგავსი სიახლეები