არ არის კომუნიკაბელური, არის სუსტად, გაბრუებულია - ადვოკატი მიხეილ სააკაშვილზე
არ არის ბოლომდე კომუნიკაბელური სააკაშვილი, არის ძალიან სუსტად, გაბრუებულია, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ, განაცხადა, რომელმაც ის რუსთავის ციხეში ცოტა ხნის მოინახულა. გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ყალბი დიაგნოზით გაწერეს და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესებულია.
მნიშვნელოვანი განცხადებები ამ წუთებში შეუძლებელია, რამე გაკეთდეს, იმიტომ, რომ არ არის ბოლომდე კომუნიკაბელური სააკაშვილი, არის ძალიან სუსტად, გაბრუებულია შესაბამისად, ვერ ვისარგებლებ ამ მდგომარეობით და მის მაგივრად განცხადებებს ვერ გავაკეთებთ. ხვალ იქნება განცხადებები. რაც შეეხება მდგომარეობაზე, გითხარით, არის სუსტად, როგორც იყო, ჩამოჰყავთ ბადრაგებს, ორ ადამიანს იქიდან, აქედან და აჰყავთ. ეს კიდევ ახალი დაბრკოლებაა, რომელიც გვაქვს. მთავარი, რაც იკვეთება, არის ის, რომ ადამიანი არის ყალბი დიაგნოზით გამოწერილი. მე ვნახე ფორმა 100, 27-საც და 30-საც. ორივე არის ყალბი, იმიტომ, რომ დადგენილი ვერნიკეს ენცეფალოპათია არის ამოღებული დიაგნოზიდან, იგი არის ნივერილებული და ჩამოქვეითებული ე.წ. დიმეტაბოლურ ენცეფალოპათიამდე. ამას ექიმები უკეთ ახსნიან. რაც შეეხება ქალბატონი გოგორიშვილის 27 დეკემბრის ფორმა 100-ს, ეს ფორმა 100 შედგენილია გვიან, 30-ში, ზუსტად იგივე შინაარსით, რაც 30-ის არის. 30-ის ფორმა 100 და გამოწერას ხელს აწერს არა ქალბატონო გოგორიშვილი. როგორც ჩანს, მან მეორეჯერ ამის ხელმოწერაზე უარი თქვა და აწერს ხელს ვინმე ჯეირანაშვილი. ვინ არის, არ ვიცი.
ეს კაცი აქ იმყოფება ყალბი დიაგნოზით, ვითომ გამოჯანმრთელებული, სინამდვილეში გამოჯანმრთელებული არ არის. ექიმებმაც აღნიშნეს, რომ იგი დაბრუნდა იგივე წონით, რომლითაც გავიდა. პირიქით, კუნთების მოდუნება აქვს და განლევა წოლისგან და იმ რეჟიმისგან, რომელშიც იმყოფებოდა გორში, - თქვა გვარამიამ.