სააკაშვილის გაწერის გადაწყვეტილებას ექიმი ალექსანდრე ჯეირანაშვილი აწერს ხელს

30.12.21 14:19
სააკაშვილის გაწერის გადაწყვეტილებას ექიმი ალექსანდრე ჯეირანაშვილი აწერს ხელს

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალიდან გაწერის გადაწყვეტილებას ექიმი ალექსანდრე ჯეირანაშვილი აწერს ხელს. 

რაც შეეხება 27 დეკემბერს მიღებულ ფორმა 100-ს, ბასილაიას თქმით, მასზე  ექიმ ნინო გოგორიშვილის ხელმოწერა ფიქსირდება.

ადვოკატის თქმით, მესამე პრეზიდენტი "თავს ძალიან სუსტად გრძნობს, უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება და ის შესახვედრად ორმა ბადრაგმა ჩაიყვანა".

სააკაშვილის ეტლით გადაყვანა არის ლაკმუსის ქაღალდი, იმის დამადასტურებელი, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიღებული გადაწყვეტილებები გაწერის თაობაზე, ეს არის რა თქმა უნდა, არა სამედიცინო, არამედ პოლიტიკური, პროპაგანდისტული გადაწყვეტილებები, ეს გაკეთებულია საიმისოდ, რომ გაგრძელდეს მიხეილ სააკაშვილის წამება და ეს გაკეთებულია იმისთვის, რომ ხელისუფლების ნარატივი, რომ ახალ წელს მიხეილ სააკაშვილი უნდა შეხვდეს მე-12 დაწესებულებაში", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრე ჯეირანაშვილი შვებულებაში იმყოფებოდა და სამსახურში ის სპეციალურად ფორმა 100-ზე ხელმოსაწერად გამოიძახეს.

 

მსგავსი სიახლეები