ხმაური და დაპირისპირება თემქაზე - აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს
პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა თბილისში, თემქაზე - მოსახლეობა, რომელიც ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვს გზის გადაკეტვას ცდილობს, რის საშუალებას პოლიცია დევნილებს არ აძლევს. აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა.
მოსახლეობის ნაწილი ამბობს, რომ პოლიციამ ძალა გამოიყენა და ერთ-ერთ მოქალაქეს ხელი დაარტყა.
თემქაზე მცხოვრები დევნილები მერიისგან ბინებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.