სააკაშვილი არის უაღრესად სუსტად, გადაადგილებაში ბადრაგები ეხმარებიან - ადვოკატი

30.12.21 14:56
სააკაშვილი არის უაღრესად სუსტად, გადაადგილებაში ბადრაგები ეხმარებიან - ადვოკატი

ადვოკატი ბექა ბასილაია, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში ცოტა ხნის წინ  მოინახულა, ამბობს, რომ პრეზიდენტი თავს უაღრესად სუსტად გრძნობს და მას გადაადგილებაში ბადრაგები ეხმარებიან.

ადვოკატის თქმით, უფლებდამცველებს ასევე მიხეილ სააკაშვილითან პირისპირ კომუნიკაციის საშუალება არ ეძლევათ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი გამოიყურებოდა უაღრესად სუსტად. გადაადგილებისას, ფაქტობრივად, ბადრაგის წარმომადგენლები ეხმარებოდნენ, გვერდით ედგნენ, მარჯვნიდან და მარცხნიდან და საუბრისასაც იყო ძალიან სუსტად. დღეს, როდესაც მიხეილ სააკაშვილს შეხვედრაზე ველოდებოდით, შემოვიდა ბადრაგის თანამშრომელი და კარი გადაკეტა. როდესაც ვსვამთ კითხვას, რომ რატომ არ გვეძლევა პირისპირ კომუნიკაციის შესაძლებობა, მათ განაცხადეს, რომ ასეთი დავალება აქვთ მიღებული და ამ დავალებას ასრულებენ, - თქვა ბექა ბასილაიამ. 

გვიან ღამით საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის N12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. პრეზიდენტის ეტაპირება მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. 

მსგავსი სიახლეები