სააკაშვილი უმძიმესი დამნაშავეა, რომელსაც მოკრძალებული სასჯელი აქვს შეფარდებული - კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უმძმესი დამნაშავეა, რომელსაც მოკრძალებული სასჯელი აქვს მისჯილი. ირაკლი კობახიძის თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ამას შურისძიებასთან საერთო არაფერი აქვს.
მიხეილ სააკაშვილი არის უმძიმესი დამნაშავე, რომელმაც უმძიმესი დანაშაულებები ჩაიდინა, ეს ერთი. მას აქვს შეფარდებული საკმაოდ მოკრძალებული სასჯელი. შურისძიებას არ ნიშნავს ის, როდესაც კანონის წინაშე ადამიანი არის თანასწორი. რეფიდინგი დასრულდა ორი კვირის წინ, რაზე არსებობს ოფიციალური დაკვნა. როდესაც ადამიანი, რომელიც რეალურად არც შიმშლობდა, მერე ამბობს, რომ მას მთელი ცხოვრება თურმე გორის ჰოსპიტალში უნდა უმკურნალოს სახელმწიფომ, ეს არის აშკარად დისკრიმიაციული მიდგომა, - თქვა კობახიძემ.