სააკაშვილს ყველანაირი მკურნალობა ჩაუტარდა და დაბრუნდა შესაბამის დაწესებულებაში - კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძის, მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესაფერისი მკურნალობა ჩაუტარდა, რის შემდეგაც ის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნეს.
გორის ჰოსპიტალიდან პატიმარი სააკაშვილი გახლდათ გაწერილი, მას ყველანაირი მკურნალობა ჩაუტარდა და შესაბამისად, დაბრუნდა შესაბამის დაწესებულებაში", - თქვა კალაძემ.
გვიან ღამით საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის N12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. პრეზიდენტის ეტაპირება მკაცრად გასაიდუმლოებული იყო.