გამოვრთავთ მაინერებს! - მესტიაში ადგილობრივები ხატზე ფიცს დებენ
მესტიაში ადგილობრივები ხატზე ფიცს დებენ, რომ მაინერებს გამორთავენ. მათი თქმით, ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი არ აქვთ, რადგან ელექტროენერგიის მიწოდება იმდენად არის შემცირებული, რომ მესტიელები იმ დროსაც კი, როცა დენი არ ქრება, მის გამოყენებას ვერ ახერხებენ.
ადგილობრივები პასუხს ხელისუფლებისგანაც მოითხოვენ, თუმცა დასძენენ, რომ პასუხისმგებლობა ყველამ უნდა აიღოს.