შიმშილობის მეათე დღე - ,,ნაცმოძრაობის" ერთი აქტივისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს

30.12.21 17:29
შიმშილობის მეათე დღე - ,,ნაცმოძრაობის" ერთი აქტივისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს

,,ნაცმოძრაობის" მთავარ ოფისთან მოშიმშილე აქტივისტი,  ლაშა ხუსკივაძე, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მას წნევის ვარდნა აღენიშნებოდა. მედიკოსების ინფორმაციით, ამ ეტაპზე 12 მოშიმშილე აქტივისტს ჯანმრთელობის ანალოგიური პრობლემა გააჩნია.

პაციენტი, რომელიც დღეს გადავიდა კლინიკაში, ამის აუცილებლობა იყო იქიდან გამომდინარე, რომ იყო წნევის ვარდნა. ეს სიმპტომი ვითარდება ხშირ შემთხვევაში შიმშილობის ფონზე. რაც დღეს მონიტორინგი ჩავატარეთ, 10-12 ადამიანია, ვისაც წნევის ვარდნა დაუფიქსირდა, რამოდენიმე ადამიანს შაქრის ციფრების ვარდნა დაუფიქსირდა. - აცხადებს მედიკოსი ლაშა უჩაშვილი.

შიმშილობის პარალელურად ,,ენმ"-ს ოფისში გაფართოებული მსჯელობა მიმდინარეობს პროტესტის მომავალ კერებთან დაკავშირებით.

პირველების ინფორმაციით, ,,ნაცმოძრაობა" შიმშილობის აქციის გაგრძელებას 2 ლოკაციაზე გეგმავს, ესა სახელმწიფო კანცელარია და პრეზიდენტის სასახლე. აქციები ამ ტერიტორიებზე ახალი წლის შემდეგ დაიწყება.

როგორგ გაგრძელდება პროტესტი, ჯერ საბოლოოდ გადაყვეტილი არ არის, თუმცა მხარდამჭერების ნაწილი ქუჩის აქციებსა და ბოიკოტს უჭერს მხარს, ნაწილი კი შიმშილობის გაგრძელებას სწორედ რუსთავის ციხესთან ემხრობა.

მსგავსი სიახლეები