მიხეილ სააკაშვილს ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე ხვდება
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილს ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე ხვდება.
როგორც ირკვევა, იურისტი ადგილზე მიხეილ სააკაშვილის თხოვნით მივიდა:
რამდენიმე საქმეზე, რომელიც პოლიტიკასთან და პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან არის დაკავშირებული, ვარ ადვოკატი, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის სურვილი იყო, მას როგორც ადვოკატი ისე შევხვედროდი და გვესაუბრა მის საქმეებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალის თქმა არ შემიძლია",- განაცხადა მშვენიერაძემ.