მკითხეს, ჯარში თუ მსახურობდითო - უკუპანტების მიერ მიერ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია

30.12.21 18:23
მკითხეს, ჯარში თუ მსახურობდითო - უკუპანტების მიერ მიერ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია

ცხინვალის რეჟიმმა საქართველოს 2 მოქალაქე გაათავისუფლა. ტყვეები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ერგნეთის გამშვებ პუნქტთანცოტას ხნის წინ წინ გადასცეს. 

საქართველოს 2 მოქალაქე ოკუპანტებმა დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევის მიმდებარე ტერიტორიიდან გუშინ გაიტაცეს. როგორც ირკვევა, დაკავების დროს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ცეცხლიც კი გახსნეს. 

საქართველოს 3 მოქალაქე გრემისხევის მიმდებარედ, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, შეშის შესაგროვებლად იმყოფებოდნენ. შემთხვევის დროს ერთმა პირმა გაქცევა მოახერხა, 2 კი ტყვედ აიყვანეს.

დაკავებულები ყვებიან, რომ დაკავების დროს და იზოლიატორშიც რუსი ოკუპანტები მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

ვიმყოფებოდი გრემისხევის საოკუპაციო ზოლთან შეშაზე, სადაც დაგვაკავეს რუსებმა. ჯერ ახალგორში გადაგვიყვანეს, შემდეგ კი ცხინვალის იზოლიატორში. დაკავების დროს ჩვენი მიმართულებით რუსებმა ორჯერ გაისროლეს. ტყვიები შემთხვევით აგვცდა. ჩვენ საქართველსო მიერ კონტროლირებად ტერრიტორიაზე ვიყავით, რუსები გადმოვიდნენ ჩვენს ტერიტორიაზე. დაკავების დროს იყო ცემა. ერთადერთი კითხვა ჰქონდათ, რომ ჯარში თუ ვიყავი ნამყოფი, რაზეც უარყოფითი პასუხი გავეცით - ამბობს ერთ-ერთი გათავისუფლებული საქართველოს მოქალაქე. 

სუს-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს გათავისუფლებული საქართველოს მოქალაქეების გამოკითხვა. 

მსგავსი სიახლეები