სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმებულია - პარლამენტში კენჭისყრა დასრულდა

30.12.21 18:35
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმებულია - პარლამენტში კენჭისყრა დასრულდა

80 მომხრე და 6 წინააღმდეგი- სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმებულია.  საერთაშორისო პარტნიორებისა და ოპოზიციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტი მესამე მოსმენითაც დაამტკიცა.

კანონის მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება და მის ბაზაზე 2 ახალი უწყება შეიქმნება. 

დღესვე პარლამენტმა ასევე დაჩქარებული წესით 81 მომხრე 7-ის წინააღმდეგ საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტიც დაამტკიცა, რომელსაც ოპოზიცია და საერთაშორისო პარტნიორები მოსამართლეთა დამსჯელ კანონად მიიჩნევდა.

 

მსგავსი სიახლეები