მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი დაცვის საკითხში იურისტი გიორგი მშვენიერაძეც ჩაერთო

30.12.21 20:17
მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი დაცვის საკითხში იურისტი გიორგი მშვენიერაძეც ჩაერთო

მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი დაცვის საქმეში კიდევ ერთი იურისტი ჩაერთო.  გიორგი მშვენიერაძე საქართველსო მესამე პრეზიდენტის უფლებებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზეც დაიცავს.

მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის, როგორც დაზარალებულის, კუთხით მუშაობაც. ის არის მსხვერპლი არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის. ცხადია, ვეცდები, როგორც იურისტმა, აღმოვუჩინო დახმარება. 

მის პოლიტიკური დევნის საკითხს, ამ სტატუსს, სჭირდება გარკვეული სამართლებრივი შეფასება, ამ კუთხით შევეცდებით, ვიმუშაოთ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე და მეორე ეს არის მისი არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტები, რომლებიც განგრძობად ხასიათს ატარებს და ამასთან მიმართებაში მას მუდმივად დასჭირდება სამართლებრივი დახმარება - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

დღეს გიორგი მშვენიერაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტს რუსთავის მე-12-ე დაწესებულებაში შეხვდა.  

მსგავსი სიახლეები