ახლა მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა - ლონდა თოლორაია

30.12.21 20:46
ახლა მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა - ლონდა თოლორაია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფროსი, რომელსაც პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, უფლებამოსილება მარტში შეუწყდება, საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს.

ლონდა თოლორაია სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, პარლამენტის მიერ მიღრებულ კანონს, რომლითაც სახელმწიფო ინსპაქტორის სამსახური გაუქმდა, ვეტო დაადოს.

საქართველოს პარლამენტმა უგულებელყო ყველა საერთაშორისო  და არსამთავრობო ორგანიზაციის რეკომენდაციები, რომელიც გაცემული იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის შემდგომ და რომელიც ამ სამსახურის ინსტუტიციურ გაძლიერებას ემსახურებოდა. ახლა მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა. მინდა, მას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. 

ვიტოვებ იმედს, რომ პრეზიდენტი გამოიყენებს მისთვის მინიჭებულ მნიშვნელოვან ფუნქციას და დაადებს ვეტოს ამ ყველაზე არაევროპულ კანონს" - განაცხადა თოლორაიამ.

პარლამენტმა დღეს დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და მის ბაზაზე 2 ახალი უწყებისშექმნის შესახებ კანონი დაამტკიცა.

მსგავსი სიახლეები