პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი მე-2 მოსმენით დაამტკიცა

30.12.21 22:45
 პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი მე-2 მოსმენით დაამტკიცა

81 მომხრე,  7 წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტი მე-2 მოსმენით დაამტკიცა. 

სერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა. 

ცვლილებების თანახმად, გადაცდომად ჩაითვლება მოსამართლის მიერ "აზრის გამოთქმის პროცესში ზომიერებისა და გაწონასწორებულობის კრიტერიუმის ან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა".

მოსამართლის მიმართ გამოსაყენებელ დისციპლინურ სახდელებს დაემატა ახალი დისციპლინური სახდელები − სხვა სასამართლოში გადაყვანა არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის დაქვეითება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში.

მსგავსი სიახლეები