პარლამენტმა ძირი გამოუთხარა დამოუკიდებელ უწყებას - ლონდა თოლორაია

30.12.21 20:58
პარლამენტმა ძირი გამოუთხარა დამოუკიდებელ უწყებას - ლონდა თოლორაია

დღევანდელი კენჭისყრით საქართველოს პარლამენტმა ძირი გამოუთხარა დამოუკიდებელ უწყებას - ასე ეხმაურება ლონდა თოლორაია საკანონმდებლო ორგანოს მიერ სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებას.  

მისი თქმით, მისი უწყება დამოუკიდებლობის გამო დასაჯეს:

პარლამენტის წევრებს, ვინც დღეს ამ კანონის მხარდაჭერის ღილაკს ხელი დააჭირა, შევახსენებ, რომ საზედამხედველო უწყებებს ქვეყნები არ ქმნიან იმისთვის, რომ უპირობოდ დაეთანხმნონ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, საზედამხედველო უწყებებს განვითარებულ ქვეყნებში ქმნიან იმისთვის, რომ თავისი პრინციპული სიტყვა თქვას მაშინ, როდესაც სახელმწიფო უწყებები არღვევენ ადამიანის უფლებებს. ამის საპირისპიროდ, საქართველოს პარლამენტმა ძირი გამოუთხარა დამოუკიდებელ უწყებას, რომელიც არასოდეს უთანხმებდა არავის მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და მხოლოდ და მხოლოდ კანონით მოქმედებდა - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

მსგავსი სიახლეები