არ მეშინია ამათი, პირიქით, ჩემი ბრძოლის ხალისი და გამარჯვების რწმენა იზრდება - სააკაშვილის მიმართვა
რუსთავის ციხეში გადაყვანის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი პირველ მიმართვას ავრცელებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მხარდამჭერებს მოუწოდებს, მასზე არ ინერვიულონ, რადგან მისი " ბრძოლის ხალისი და გამარჯვების რწმენა იზრდება"
რაც არ უნდა ჩაიდინონ, საერთოდ არ მეშინია ამათი. პირიქით, ჩემი ბრძოლის ხალისი და გამარჯვების რწმენა იზრდება. რაც არ უნდა ჩაიდინონ, საერთოდ არ მეშინია ამათი. პირიქით, ჩემი ბრძოლის ხალისი და გამარჯვების რწმენა იზრდება.
ჩემზე არ ინერვიულოთ! ახლა მთავარია ერთიანობა და გადამწყვეტი შეტევისთვის მომზადება. ამ შეტევის დროც სულ მალე დადგება.
მე რაც შემეხება, სულ მალე მოვიშუშებ გორის "რეაბილიტაციისას" მიღებულ ტრამვებს და კიდევ უფრო დიდი ენერგიით ჩავდგები მწყობრში, თუმცა ახლაც ძალიან მხნედ და ოპტიმისტურად ვარ!", - წერს მიხეილ საააკაშვილი.