ეს ფარმაკოლოგიური წამებაა - ევგენი გრუშოვეცი სააკაშვილზე

31.12.21 10:26
ეს ფარმაკოლოგიური წამებაა - ევგენი გრუშოვეცი სააკაშვილზე

ფარმაკოლოგიური წამება - ასე აფასებს მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენი გრუშოვეცი საქართველოს მესამე პრეზიდენტის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში გადაყვანის ფაქტს. 

ადვოკატის თქმით, სააკაშვილის ინორმაციით, სააკაშვილი რუსთავის ციხეში ძლიერი პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ გადაიყვანეს.

წინა შემთხვევის მსგავსად, მიხეილ სააკაშვილს მისცეს ძლიერი დამამშვიდებლები. ის პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ მყოფი გადაიყვანეს ციხეში. ამის გამო არ შეუშვეს მასთან ჰოსპიტალში ექიმები და ადვოკატები. ფარმაკოლოგიური წამება, ეს არის ფსიქოტროპული ნივთიერებების ან სხვა ნარკოტიკების გამოყენება ადამიანის დასასჯელად ან მისგან ინფორმაციის მისაღებად. ამის მიზანი არის, აიძულონ დამორჩილება, გამოიწვიონ სტრესი, რაც ტკივილის, შფოთვის, ფსიქოლოგიური აშლილობისა და დეზორიენტაციის ფორმით შეიძლება გამოვლინდეს“, - წერს გრუშოვეცი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის N12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. პრეზიდენტის ეტაპირება მკაცრად გასაიდუმლოებული უყო. 

 

მსგავსი სიახლეები