ეს კანონი აღადგენს მოსამართლეთა გაციმბირების მექანიზმს - ყოფილი მოსამართლე
სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე ვეტოს დადებას სთხოვს. არასამთავრობო ორგანიზაციები სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და არ დაუშვას საერთო სასამართლოების შესახებ კანონის ახალი რედაქციით ძალაში შესვლა.
უფლებადამცველების აზრით, პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი მოსამართლეებს ინდივიდუალურ დამოუკიდებლობას უზღუდავს, უწესებს ცენზურას და აიძულებს, მიიღონ სუბიექტური გადაწყვეტილებები.
ცვლილებებს ღიად მოქმედი მოსამართლეების ნაწილიც უპირისპირდება. უფრო მწვავე შეფასებები ისმის ყოფილი მოსამართლეების მხრიდან, ამიტომ სამოქალაქო სექტორი ახლა მთელს იმედებს პრეზიდენტ ზურაბიშვილზე ამყარებს.
ეს კანონი მთლიანად აჩვენებს იმ სულისკვეთებას, რომ მოსამართლე, რომელიც მთლიანად დამოუკიდებელია, არ იყოს დაცული, ეს კანონი აღადგენს 2012 წლამდე არსებულ მოსამართლეთა გაციმბირების მექანიზმს.
ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა უნდა გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება და ვეტო დაადოს ამ კანონს. - აცხადებს ყოფილი მოსამართლე, მაია ბაქრაძე