ძალიან მძიმე ღამე იყო, არ ვიცოდით სად იყო ჩემი ძმა - გიორგი სააკაშვილი

31.12.21 11:11
ძალიან მძიმე ღამე იყო, არ ვიცოდით სად იყო ჩემი ძმა - გიორგი სააკაშვილი

მესამე პრეზიდენტის ოჯახის თქმით, ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილზე ფსიქოლოგიურად ძალადობს. 

გიორგი სააკაშვილი "ტვ პირველთან" ამბობს, რომ 30 დეკემბერს, როცა მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გაიყვანეს, ოჯახისთვის მისი ადგილსამყოფელის შესახებ არავის უცნობინებია.

ძალიან მძიმე ღამე იყო. არსებულმა ხელისუფლებამ როგორც ჩვევია, მოიტაცა და რუსთავის ციხეში გადაიყვანა მიხეილ სააკაშვილი. არ გვქონდა არანაირი ინფორმაცია, სად იყო მოთავსებული ჩემი ძმა. მას ეუვნებოდნენ, რომ თუ ცუდად მოიქცეოდა, გლდანის ციხეში გადაიყვანდნენ. ეს მასზე პირდაპირი ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა. რაც ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის და საზოფგედოებისთვის მიუღებელია" - აცხადებს მესამე პრეზიდენტის ძმა.

გიორგი სააკაშვილი ამბობს, რომ სსქართველოს მესამე პრეზიდენტი, ციხეში ჯდომის ნაცვლად, ქართველ ხალხთან ყოფნას იმსახურებს. 

 

მსგავსი სიახლეები