ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონთან დაკავშირებით ვეტოს საფუძველი აღარ არსებობს - პაპუაშვილი

31.12.21 11:26
ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონთან დაკავშირებით ვეტოს საფუძველი აღარ არსებობს - პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ვეტოს საფუძველი აღარ არსებობს.

საკანონმდებო ორგანოს პირველ სპიკერს აქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტი ვეტოს უფლებას არ გამოიყენებს:

დისკუსია იყო ინტენსიური და საბოლო ჯამში ყველა თანხმდება რომ ეს უწყება იყო გასამიჯნი. ცალკე უნდა არსებობდეს პერსონალურ მონაცემების დაცვაზე მომუშავე ინსტიტუცია და ცალკე ინსტიტუცია, რომერლიც იმუშავებს გადაცდომებსა და დანაშაულებზე, რომელზეც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მუშაობდა. ასე რომ აქ ვეტოს არანაირი საფუძველი არ არსებობს"- განაცხადა პაპუაშვილმა. 

მისი თქმითმ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 120 ზე მეტი თანამშრომელი ახალ უწყებაში გადანაწილდება.

იმას, რომ თანამშრომლებს შეიძლება, ჰქონოდათ გარკვეული პრობლემები ვფიქრობ, რომ ამასაც გაეცა პასუხი, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე, იცით, რომ ჩაიდო გარანტოიები, რომ 120 -ზე მეტი თანამშრომელი, რომელიც დასაქმებული იყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, გადანაწილედება ამ უწყებაში, მათ შორის, საკუთარი სურვილის საფუძველზე.

რაც შეეხება ხელმძღვანელობას, თავისთავად, ახალ უწყებას სჭირდება კონკურსის წესით შერჩეული ხელმძღვანელი, ამავე დროს, პრემიერმა გააკეთა შეთავაზება არსებული ხელმძღვანელის მიმართ, რომ საჯაროო სამსახურში მათი დატოვება შესაძლებელია. ასე რომ, ვფიქრობ, ყველა კითხვას გაეცა პასუხი, ამიტომ არანაირი საფუძველი ღრმა კრიტიკისა და ვეტოსი , ჩემი აზრით, არ არსებობს" - თქვა პაპუაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები