თვალებში ნაცარს გვაყრიან, პრეზიდენტს გვიკლავენ - კოტე ყუბანეიშვილი

31.12.21 12:18
თვალებში ნაცარს გვაყრიან, პრეზიდენტს გვიკლავენ - კოტე ყუბანეიშვილი

პოეტი კოტე ყუბანეიშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, დაიცვას ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელსაც ხელისუფლება სადისტურად ექცევა. 

თვალებში ნაცარს გვაყრიან, პრეზიდენტს გვიკლავენ. ვითომ, რატომ უნდა იყოს გამორჩეული პატიმარიო. აშკარად გამორჩეულად სადისტურად ექცევიან. ცინიზმით რაღაცას ლაპარაკობენ ეს გაჩეჩილი რაღაცა გამოდის, ეს ჩიჩილაკი.

რა ვიცი, რაღაცა უნდა გააკეთოს ხალხმა, ხმა ამოიღოს, ან დაუმორჩილებლობა გამოცხადდეს - აცხადებს კოტე ყუბანეიშვილი.

მიხეილ სააკაშვილი  გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან ადვოკატებისა და ოჯახის წევრების გაფრთხილების გარეშე რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12-ე დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია.

 

 

 

მსგავსი სიახლეები