„ემპათიას“ კომპეტენციაში და კეთილსინდისიერებაში ეჭვი მეპარება - შალვა პაპუაშვილი
პატიმრების გამორჩევა არ უნდა მოხდეს, სახელმწიფო ყველას თანაბრად უნდა მოეპყროს- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანის საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, არ არსებობდა კვალიფიციური ექიმის დასკვნა, რომელიც ამბობდა, რომ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაყვანა არ შეიძლებოდა.
პარლამენტის ახალი თავმჯდომარე აცხადებს, რომ მას ეჭვი ეპარება "ემპათიის" კომპეტენციასა და კეთილსინდისიერებაში.
რაც შეეხება სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ჯგუფის დასკვნას. პაპუაშვილს არ გონია, რომ "იქ ყოფილიყო მოსაზრება, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა არ შეიძლება.
"რაც შეეხება „ემპათიას“ მათ კომპეტენციაში და კეთილსინდისიერებაში ნამდვილად მეპარება ეჭვი“, -თქვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის კურსი დაასრულა და სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ თუ არ არსებობს სპეციალური დონის სამედიცინო სერვისის მიწოდების საჭიროება, პატიმარი უნდა დარჩეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
ეს ვალდებულება არის სხვა პატიმრების მიმართაც, პატიმრების გამორჩევა არ უნდა მოხდეს, ყველას თანაბრად უნდა მოეპყროს. საბოლოო ჯამში ვნახეთ რეაქციები. ვფიქრობ, რაიმე შინაარსობრივი პრეტენზია აღარ არსებობს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.