შიმშილობის მე-11-ე დღე - ,,ენმ"-ს ოფისიდან კიდევ 3 მოშიმშილე საავადმყოფოში გადაიყვანეს
შიმშილობის მე-11 დღეს ,,ნაცმოძრაობის" მთავარ ოფისთან პროტესტის მონაწილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ არტერიული წნევის ვარდნის გამო საავადმყოფოში კიდევ სამი მოშიმშილე გადაიყვანა.
მოშიმშილეთა ნაწილი იძულებულია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პროტესტის უკიდურესი ფორმა შეწყვიტოს. ისინი კი, ვინც ამ დრომდე რჩებიან კარვებში, ამბობენ, რომ ბრძოლა გაგრძელდება მანამდე, ვიდრე ხელისუფლება დათმობაზე არ წავა და მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებს.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გუშინ ,,ენმ"-ს ოფისიდან საავადმყოფოში ერთი მოშიმშილე გადაიყვანეს.