გახარიას თანაგუნდელს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გიორგი გახარიას თანაგუნდელს, მალხაზ თორიას თავს დაესხნენ. ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი, სოფელ კოკში, შვილთან ერთად იყო, როცა მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ნაცემია თორიას არასრულწლოვანი შვილი. ზუგდიდის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ მას 8 პირი დაესხა.
თორია ამბობს, რომ მას მამის სასაფლაოზე იარაღია მუქარით გაუსწორდნენ.
მამისეული სახლიდან, კოკიდან ზუგდიდში ვბრუნდებოდი, გზად მამაჩემის საფლავთან გავაჩერე, შვილს სანთლის დანთება უნდოდა, რა დროსაც გაჩერდა, ერთი მოთეთრო და მეორე შავი ფერის ავტომობილი, საიდანაც რამდენიმე მამაკაცი გადმოვიდა. სასაფლაოზე იარაღია მუქარით მოხდა ჩვენზე ფიზიკური ძალადობა. გამისწორდნენ, როგორც მე, ისე ჩემს შვილს.
ვეუბნებოდი, რომ შეგეშალათ. არ ვარ ის პირი ვისაც ეძებთ. ამაზე მიპასუხეს, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ვინ ხარ, მეუბნებოდნენ, რატომ ვმუშაობდი და ვიყავი მათ წინააღმდეგ" - აცხადებს გახარიას პარტიის წევრი.