დაუბრუნდით კონსტიტუციურ ჩარჩოებს, ეს ავტომატურად თანხმობას გამოიწვევს- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას

31.12.21 13:10
დაუბრუნდით კონსტიტუციურ ჩარჩოებს, ეს ავტომატურად თანხმობას გამოიწვევს- შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას

,,ქართული ოცნება" წინაპირობას აყენებს -  თუ პროტესტი შეწყდება და  მმართველი პარტიისთვის სასურველ მდგომარეობას დაუბრუნდება, შერიგება იქნება.

ეს განცხადება დღეს პარლამენტის ახალმა თავმდომარემ გააკეთა. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ედიდი ეროვნული შეთანხმებისთვის აუცილებელია, ქვეყნის კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნება.

 ერთადერთი რაზეც უნდა შევთანხმდეთ ეს არის ჩვენი კონსტიტუცია და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, ამ თამაშის წესებზე უნდა შევთანხმდეთ. თუკი ყველა ვიმოქმედებთ ამ ჩარჩოში, ეს თავისთავად არათუ შეთანხმება არის, არამედ აღიარებაა ძირითადი პრინციპების, რაზეც უნდა იდგეს სახელმწიფო. ამიტომ ყველას ვუსურვებ, განსაკუთრებით მათ, ვინც დემოკრატიული და კონსტიტუციური ჩარჩოებიდან იყო ამოვარდნილი, დაუბრუნდნენ ამ ჩარჩოებს,  და ეს უკვე ავტომატურად გამოიწვევს თანხმობას, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე საზოგადოების სხვა წევრებს შორის - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები