მათ მორალური მხარდაჭერა სჭირდებათ - მოშიმშილეებთან სალომე სამადაშვილი მივიდა

31.12.21 13:25
მათ მორალური მხარდაჭერა სჭირდებათ - მოშიმშილეებთან სალომე სამადაშვილი მივიდა

ამ ადამიანებს ჩვენგან მორალური მხარდაჭერა სჭირდებათ - ,,ენმ"-ს მთავარ ოფისთან მოშიმშილე აქტივისტებთან ოპოზიციონერი პოლიტიკოსი,  სალომე სამადაშვილი, მივიდა. 

სალომე სამადაშვილმა მოშიმშილეებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

მიუხედავად იმისა, პოლიტიკური ბრძოლის რა მეთოდი მიაჩნია ყველაზე ეფექტურად, ეს ადამიანები შიმშილობენ და საკუთარ სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აგდებენ საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების დასაცავად.

ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებს მორალური მხარდაჭერა სჭირდებათ ყველასგან, მათ შორის, ჩემგანაც, ამიტომ მოვედი აქ და მინდა, მივულოცო მათ დამდეგი ახალი წელი.

იმედი მაქვს, უკეთესი წელი იქნება - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

შიმშილობის მე-11-ე დღეს, "ნაცმოძრაობის" მთავარ ოფისთან გაშლილ კარვებში 150-მდე აქტივისტი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს. რამდენიმე მათგანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

 

მსგავსი სიახლეები