უნდა აღვწეროთ გატაცების და ეტაპირების ფაქტი - სააკაშვილს ადვოკატი ხვდება

31.12.21 13:00
უნდა აღვწეროთ გატაცების და ეტაპირების ფაქტი -  სააკაშვილს ადვოკატი ხვდება

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატი, შოთა თუთბერიძე ხვდება. 

როგორც ადვოკატმა დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა, დეტალურად უნდა აღვწერონ  გატაცების და ეტაპირების ფაქტი.

იმედია, დამხვდება უკეთეს მდგომარეობაში და, ამასთან, თუ იქნება ამის შესაძლებლობა, თუ ჯანმრთელობა მისცემს ამის შესაძლებლობას, ჩვენ უნდა აღვწეროთ დეტალურად გუშინდელი გატაცების ფაქტები და მისი ეტაპირების ფაქტი. დეტალურად გავიგო, თუ როგორ მოხდა და რა მოხდა, რადგან მას არ ჰქონდა შესაძლებლობა, ეს ინფორმაცია მოეწოდებინა,"- აცხადებს ადვოკატი

მსგავსი სიახლეები