სააკაშვილი ვერ იღებს საკვებს, წონა ახლა უფრო ნაკლებია, ვიდრე შიმშილობის დასრულების დროს - ადვოკატი

31.12.21 14:42
სააკაშვილი ვერ იღებს საკვებს, წონა ახლა უფრო ნაკლებია, ვიდრე შიმშილობის დასრულების დროს - ადვოკატი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ცუდადაა, ვერ იღებს საკვებს და მისი წონა ახლა უფრო ნაკლებია, ვიდრე იყო შიმშილობის დასრულების დროს. 

ინფორმაცია მედიას რუსთავის ციხდიდან გამოსვლის შემდეგ, სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ მიაწოდა. 

მისი თქმით, პატიმარი თავს სუსტად გრძნობს:

მიხეილ სააკაშვილი კვლავაც ვერ იღებს საკვებს და მისი წონა ახლა უფრო ნაკლებია, ვიდრე იყო შიმშილობის დასრულების დროს და სუსტად არის ბუნებრივია" - განაცხადა თუთბერიძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, ციიხეში სააკაშვილის პირად ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს ამ დრომდე არ უშვებენ.

მსგავსი სიახლეები