ხმაური რუსთავის საკრებულოში - ოპოზიციონერი დეპუტატები შენობაში არ შეუშვეს

31.12.21 15:23
ხმაური რუსთავის საკრებულოში - ოპოზიციონერი დეპუტატები შენობაში არ შეუშვეს

ხმაური რუსთავის საკრებულოში -  ოპოზიციონერი დეპუტატები შენობაში არ შეუშვეს. სიტუაცია  რამდენჯერმე ისე დაიძაბა, რომ ადგილზე საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო. 

ოპოზიციის წარმოამდგენლები საკრებულოში სხდომის გამართვას გეგმავდნენ, თუმცა  დაცვამ მათ ამის საშუალება არ მისცა და მიზეზად ელექტროენერგიის პრობლემა დაასახელა.

საკრებულოსთან დღეს ასევე მოხდა ინციდენტი, როდესაც ერთ-ერთმა პიროვნებამ ოპოზიციის წარმოამდგენლებს  სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა რის შემდეგაც საკრებულოს დაცვამ ის ფანჯრიდან გააპარა. 

ოპოზიციის წევრები რუსთავის მერისგან განმარტებებს ითხოვენ.

გამოგაზავნა "ქართულმა ოცნებამ" პროვოკატორები, რომლებიც აწყობდნენ პროვოკაციას და აწყობდნენ რაღაცა ინცინდენტებს, იქ იყო მოძახებები, რეპლიკები და როდესაც ჩენ, საკრებულოს დეპუტატები დავინტერესდით თუ ვინ იყო ეს ადამიანი, მან არც საბუთი გვაჩვენა, არც სახელი გვითხრა და დაცვის თანამშრომლებმა გააპარეს ის მერიის შენობიდან, - ამბობს ოპოზიციის წარმომადგენელი. 

მომხდარის შემდეგ რუსთავის მერმა ოპოზიცია შოუს დადგმაში დაანაშაულა. 

მსგავსი სიახლეები