ენმ-ს ოფისთან მოშიმშილეების მოსანახულებლად ანზორ მელია მივიდა
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მოშიმშლეების მოსანახულებლად ანზორ მელია მივიდა. მელიას თქმით, ის ადგილზე მედიკოსის სტატუსით მივიდა, რათა მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმოს.
რამდენიმე დღის ანზორ მელიასთან კლინიკაში რამდენიმე მოშიმშილე სტენოკარდიის ნიშნებით მიიყვანეს, რომელთაც მან სამედიცინო დახმარება გაუწია და ახლა ადგილზე მათი მდგომარეობის გასაგებად მივიდა.
ვალდებული ვარ ნიკას გვერდით დავდგე. დავინტერესდე ჯანმრთელობის მდგომარეობით, ჩემთანაც იყვნენ, რამდნეიმე იყო მოყვანილი. მადლობა ღმერთს, არაფერი სერიოზული არ ჰქონდათ. იქნება აუცილებალდ ჰოსპიტალიზაცია იმიტომ, რომ 200-მდე კაცი შიმშილობს. ისინი შემოწმებულები არ იყვნენ ჯანმრთელობის მხრივ და ამიტომ გამოვლინდა ეს დაავადებები, - თქვა მედიკოსმა.
დღეს ასევე მოშიმშლეები სალომე სამადაშვილმაც მოინახულა. ამ წუთებშ მათ მოსანახულებლად დავით ბაქრაძეც იმყოფება.