სააკაშვილის თხოვნით, ენმ-ს ოფისთან გაშლილ კარვებში მყოფმა მოშიმშილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თხოვნით, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან გაშლილ კარვებში მყოფმა მოშიმშილეებმა შიმშილობა შეწყვიტეს.
სააკაშვილის თქმით, თუკი მოშიმშილეები შიმშილობას არ შეწყვეტდნენ, პროტესტის უკიდურეს ფორმას თავადაც მიმართავდა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თქმით, ისინი ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადიან.
მიხეილ სააკაშვილი განიცდის თითოეული მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და თავადაც იძულებული გახდება, რომ მანაც განაახლოს შიმშილობა, რისი დაშვების უფლებაც არ გვაქვს არცერთ ჩვენგანს, ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის დაწყება იქნება ფატალური შედეგის მომტანი და ამიტომ, თანამებრძოლებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავიდეთ ბრძოლის შემდეგ ეტაპზე, რომელიც იქნება მრავალფეროვანი და არაძალადობრივი, მანამ, სანამ ქვეყანაში სამართლიანობა არ გაიმარჯვებს და არ დასრულდება პოლიტიკური მართლმსაჯულება", - განაცხადა ნიკა მელიამ.