კელი დეგნანის მიმართვა

02.01.22 15:02
კელი დეგნანის მიმართვა

გილოცავთ ბედობას! - ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, მეუღლესთან ერთად საქართველოს მოქალაქეებს დღევანდელი დღე მიულოცა.

2022 წელს 30 წელი სრულდება, რაც საქართველოსა და აშშ-ს დიპლომატიური ურთიერთობა აქვთ- თქვა დიპლომატმა ვიდეომიმართვაში, რომელიც საელჩოს "ფეისბუქგვერდზე" ვრცელდება.

დეგნანი ამბობს, რომ საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტების რიცხვი გაიზრდება.

აშშ-ს საელჩოს გუნდი დაეხმარება საქართველოს სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის სკოლის გახსნაში, პედიატრიული საავადმყოფოების სამედიცინო აღჭურვაში და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთათვის სახლების აშენებაში", - განაცხადა დეგნანმა.