ზურაბიშვილმა კარტოგრაფების საქმის მოწმეები დააჯილდოვა
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული პრემიით ე.წ. კარტოგრაფების საქმის ინიციატორები, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები დააჯილდოვა. პროკურატურის "ოქროს მოწმეებს" თედო გორგოძესა და ნოდარ ხორბალაძეს პრეზიდენტმა ეროვნული პრემია გადასცა. ისტორიკოსები ამბობენ, რომ პრემიით დაჯილდოების პროცესში ზურაბიშვილმა პარტიული ნიშნით იხელმძღვანელა.