ჯილდო კარტოგრაფების საქმის ოქროს მოწმეებს - ნოდარ ხორბალაძის პირველი კომენტარი

03.01.22 13:15
ჯილდო კარტოგრაფების საქმის ოქროს მოწმეებს - ნოდარ ხორბალაძის პირველი კომენტარი

 "კარტოგრაფების საქმის"  მოწმე, ნოდარ ხორბალაძე, რომელიც პრეზიდენტმა ეროვნული პრემიით დააჯილდოვა, "პირველების" კითხვებს არ პასუხობს. 

ხორბალაძემ თემით დაინტერესებული ჟურნალისტი თავდაცვის სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტაციაში გადამისამართა.

შედით პრეზიდენტის გვერდზე და ნახავთ ყველაფერს (რისთვის მივიღე ჯილდო) - განაცხადა ხორბალაძემ. 

კითხვას, კარტოგრაფების საქმის გამო ხომ არ დააჯილდოვეს,  შოთაძის უწყების მთავარმა მოწმემ მოკლედ უპასუხა - "ცდებით" და დასძინა "მიმართეთ თავდაცვის სამინისტროს და ყველაფერს დეტალურად, წერილობით მოგაწვდიან". 

 

"პირველები" კარტოგრაფ ივერი მელაშვილსაც ესაუბრა. საქმეზე ბრალდებული ამბობს, რომ მას თემის შეფასება არ სურს, რადგან მისი კომენტარი შესაძლოა, პროკურატურამ მოწმეზე ზეწოლად ჩათვალოს. 

მეც გამიჩნდებოდა კითხვები, მაგრამ  არ მინდა განცხადებები ვაკეთო, შეიძლება ეს პროკურატურამ ზეწოლაში ჩამითვალოს" - თქვა მელაშვილმა. 

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული პრემიით თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ნოდარ ხორბალაძე და თედო გორგოძე დააჯილდოვა