სააკაშვილის ულტიმატუმი - მესამე პრეზიდენტი ხელისუფლებას დროს 6 იანვრამდე აძლევს
მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმი - საქართველოს მესამე პრეზიდენტი ხელისუფლებას ვადას 6 იანვრამდე აძლევს და პროტესტის უკიდურესი ფორმით იმუქრება.
პატიმარი პრეზიდენტის გზავნილი მისმა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ გაახმოვანა.
მიხეილ სააკაშვილს ორი მთავარი მოთხოვნა აქვს: აღუდგეს სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება, ასევე, მისი ჯანმრთელობის მონიტორინგში ჩაერთონ ცენტრი "ემპათია", კონსილიუმი და უცხოელ ექსპერტთა ჯგუფები.
თუთბერიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ნერვოლოგიური სტატუსი გაუარესებულია.
არ გვაქვს საშუალება მიხეილ სააკაშვილთა კომინიკაცია გვქონდეს კომფიდენციალურობის დაცვით, რაც ფუნდამნენტური დარღვევაა, ადვოკატისა და მისი დაცვის ქვეშ მყოფისა... თუ 6 იანვრამდე ეს პრობლემები არ იქნება მოგვარებული და პენიტენციური სამსახური გადაწყვეტს, რომ კანონის სრული იგნორირებით გააგრძელოს პოლიტიკური ტყვის უფლებები შელახვა, ამ შემთხვევაში ის მიმართვას პროტესტის უკიდურეს ფორმებს",- განაცხადა ადვოკატმა, თუმცა შოთა თუთბერიძეს არ დაუკონკრეტებია პროტესტის რა ფორმას მიმართავს მიხეილ სააკაშვილი.