საქართველო-უკრაინას NATO-ში ადგილს დავპირდით, დროა პირობა შევასრულოთ - რასმუსენი

03.01.22 17:28
საქართველო-უკრაინას NATO-ში ადგილს დავპირდით, დროა პირობა შევასრულოთ - რასმუსენი

"2008 წელს ორივეს, საქართველოსა და უკრაინას NATO-ს მაგიდასთან ადგილებს დავპირდით, დროა გავამზადოთ სამოქმედო გეგმა, რათა ჩვენი პირობა შევასრულოთ" - ამის შესახებ  NATO-ს ყოფილი გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი Politico-ში გამოქვეყნებულ წერილში საუბრობს.

საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ ეს შეგვიძლია გავაკეთოთ პირობით, რომ NATO-ს მე-5 მუხლი მხოლოდ კიევისა და თბილისის კონტროლირებად ტერიტორიებზე გავრცელდება, მაგრამ NATO-ს არ შეუძლია ჰქონდეს გაფართოების ისეთი ღია კარის პოლიტიკა, რომელშიც პუტინს კარისკაცად მოქმედების უფლებას მისცემს- წერს ანდერს ფოგ რასმუსენი.

რაც შეეხება უკრაინის საკითხს, რასმუსენი ამბობს, რომ მხოლოდ პუტინმა იცის შეიჭრება თუ არა უკრაინაში, თუმცა თუ ეს ასე მოხდება ნატო-მ აუცილებლად უნდა გაგზავნოს სამხედრო დახმარება და დაუწესოს ეკონომიკური სანქციები რუსეთს.

მსგავსი სიახლეები