თუ დავინახეთ, რომ ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებოთი ჩანაცვლება შესაძლებელია, პარლამენტში შევალთ - დეკანოიძე
თუ დავინახეთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩანაცვლება შეიძლება საგამოძიებო კომისიით, რა თქმა უნდა, ჩვენ შევალთ პარლამენტში - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას გამოეხმაურა.
საუბარია, სააკაშვილის გზავნილზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.
დეკანოიძე ჟურნალისტებთან ამბობს, რომ ენმ მზად არის შევიდეს პარლამენტში და ამ საკითხზე მუშაიბა დაიწყოს.
მისივე ინფორმაციით, "ლელოს" წარმომადგენლებიც მზად არიან, მხარი დაუჭირონ კომისიის შექმნას.
ვფიქრობ, სხვა პარტიებიც არ იქნებიან წინააღმდეგები, ეს ბერკეტი ამოქმედდეს. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ამ კომისიის ამოქმედება. მე მქონდა კიდევაც ჩემს კოლეგებთან ოპოზიციიდან საუბარი და დიდი იმედი მაქვს, რომ 50 ხმა მოგროვდება" - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ენმ-ს წევრი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილს ხვდება