პრეზიდენტმა უნდა თქვას, ეთანხმება თუ არა კარტოგრაფების საქმის მოწმეების დაჯილდოვებას - ისტორიკოსი

03.01.22 18:15
პრეზიდენტმა უნდა თქვას, ეთანხმება თუ არა კარტოგრაფების საქმის მოწმეების დაჯილდოვებას - ისტორიკოსი

ისტორიკოსი ბექა კობახიძე საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს და ამბობს, რომ ამბობს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილმა არ იცოდა ვის აჯილდოებდა, ეროვნული პრემიით, დღეს დადასტურებული ინფორმაციის შემდეგ,  გამოვიდეს და ღიად თქვას ეთანხმება თუ არა კომისიის გადაწყვეტილებას. 

მისი თქმით, კომისია  არა კომპრეტანციის, არამედ თანამდებობისა და ძირითადად პარტიული კუთვნილკების მიხედვით არის დაკომპლექტებული.

ეს იყო პარტიული გადაწყვეტილება, რომ ადამიანები ,რომლებმაც კონკრეტული სამსახური გაუწიეს პარტიას, ისინი დაჯილდოებულიყვნენ. 

მინდა ვთქვა, რომ შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტი უშუალოდ არ იღებდა ამ გადაწყვეტილებას, თუმცა კომისია მისი დაკომპლექტებულია, მისი მეთვალყურეების ქვეშ დაკომპლექტდდა ასეთი შემადგენლობით.

თუ სალომე ზურაბიშვილი ფქირობს რომ დაშვებულ იქნა შეცდომა, მან უნდა განაცხადოს, რომ არ ეთანხმება და ეს მცდარი გადაწყვეტილება იყო" - განაცხადა ბექა კობახიძემ. 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კარტოგრაფების საქმის ინიციატორების, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების დაჯილდოებასთან დაკავშირებით  განმარტებას აკეთებს. განცხადების მიხედვით, კონკურსის გამარჯვებულები საკონკურსო კომისიამ გამოავლინა.

 ცნობისთვის, პრეზიდენტმა 2013 წელს დაწერილი წიგნი 2022 წელს დააფასა. კერძოდ, სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული პრემიით თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ნოდარ ხორბალაძე და თედო გორგოძე დააჯილდოვა