ე.წ. 3+3 ფორმატის შეხვედრას საქართველო არ დაესწრება
საქართველო 3+3 ფორმატის მომდევნო შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს - ინფორმაციას საქართველოს ელჩი თურქეთში, გიორგი ჯანჯღავა ადასტურებს.
"საქართველო ნამდვილად არ დაესწრება 3+3-ის შეხვედრას", - თქვა ჯე.წ. 3+3 ფორმატის შეხვედრა პირველად მოსკოვში 2021 წელს გაიმართა, საქართველო შეხვედრას არც მაშინ დასწრებია.ანჯღავამ.
Daily Sabah-ის ცნობით, ჯანჯღავამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო თურქეთსაც და აზერბაიჯანსაც სტრატეგიულ პარტნიორებად აღიქვამს, სომხეთს "ისტორიულ და კარგ მეზობლად", იმ სამეზობლოში, რომელიც სახლია ირანისთვისაც. მაგრამ ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ "რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს".
3+3 ფორმატის პირველი შეხვედრა მოსკოვში 2021 წელს გაიმართა, მასში მონაწიულეობა საქართველოს არ მიუღია.