პრეზიდენტის ვეტოს ძალიან დიდი იმედი მაქვს - ლონდა თოლორაია
სახელმწიფო ინსპექტორი სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით უწყების ხელმძღვანელს, ლონდა თოლორაიას, პრეზიდენტის ვეტოს იმედი აქვს. თოლორაია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ს საელჩოს განცხადებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
ხაზაგასმულია ის ძირითადი ყურადსაღები გარემოებები, რასაც ასევე მეც ვამბობდი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის ელჩმა და საელჩომ ხმამაღლა დააფიქსირა თავისი პოზიცია. ეს არის ძალიან მკაფიო მესიჯი, რომ მე შენ გეხმარები დემოკრატიული ინსტიტუტების შენებაში და არა ნგრევაში. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს პრეზიდენტის ვეტოსი. მინდა მჯეროდეს, რომ რაღაც ბოლო წერტილი არსებობს და კიდევ ერთხელ დაფიქრების შანსი ამ ადამიანებს აქვთ. ჯერ კიდევ არის დრო, რომ ეს გადაწყვეტილება არ იქნეს ბოლომდე მიყვანილი, - თქვა თოლორაიამ.
ამერიკის საელჩომ ,,ქართული ოცნების" მიერ ინსპეტორის სამსახურის გაუქმებას და სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებას "ძირგამომთხრელი გადაწყვეტყილება " უწოდა. აღნიშნულთან დაკავშრებით დიპლომატიურმა უწყებამ სპეციალური განცხადება გუშინ გაავრცელა.